მე-5 და მე-6 კლასებში ჩავატარე მათემატიკური- ინტელექტუალური ვიქტორინა.
მოსწავლეები გავყავი 3 გუნდად. თითოეულ ჯგუფს დაურიგდათ მასალები, სხვადასხვა ფერის ფურლებზე, რათა ჟიურის ადვილად გაერჩია მათი პასუხები.
სლაიდებით შუქდებოდა კითხვები და სწორი პასუხების გაცემის შემდეგ მოსწავლეები პროექტორის საშუალებით ეკრანზე ხედავდნენ სწორ პასუხებს .
წარმოგიდგენთ ვიქტორინის ინტელექტუალურ კითხვებს:
ვიქტორინაში მონაწილე ყველა მოსწავლე დასაჩუქრდა შესაბამისი სიგელებითა და დიპლომებით.
მოსწავლეები გავყავი 3 გუნდად. თითოეულ ჯგუფს დაურიგდათ მასალები, სხვადასხვა ფერის ფურლებზე, რათა ჟიურის ადვილად გაერჩია მათი პასუხები.
სლაიდებით შუქდებოდა კითხვები და სწორი პასუხების გაცემის შემდეგ მოსწავლეები პროექტორის საშუალებით ეკრანზე ხედავდნენ სწორ პასუხებს .
წარმოგიდგენთ ვიქტორინის ინტელექტუალურ კითხვებს:
- როგორი საათი გვიჩვენებს ზუსტ დროს დღე-ღამეში ორჯერ ?
3. დილის 8 საათზე გორიდან თბილისისაკენ გავიდა მსუბუქი ავტომანქანა, ხოლო
იმავე დილის 9 საათზე თბილისიდან
გორისაკენ გავიდა ავტობუსი. შეხვედრისას
რომელი უფრო ახლოს იქნება თბილისთან
?
- ექიმმა ავადმყოფს 3 აბი წამალი გამოუწერა და უთხრა: ყოველ 2 საათში თითო აბი დალიეო. რამდენ ხანს ეყოფა ავადმყოფს წამალი ?
6. ლოკოკინა
10 მ. სიმაღლის ბოძზე მიცოცავს. დღისით იგი ადის 3 მეტრზე, ღამით
ჩამოდის 2 მეტრზე. რამდენ დღეში მიაღწევს
ლოკოკინა ბოძის წვერს ?
7. როდის
არის ორი ნატურალური რიცხვის ჯამი მათსავე
ნამრავლზე მეტი ?
8. შეიძლება
თუ არა წყალი ცხრილით ერთი სართულიდან
მეორეზე ავიტანოთ ? თუ შეიძლება, როდის ?
9. ქვაბში
6 ცალი კარტოფილი მოხარშეს 30 წუთში. რამდენ ხანს იხარშებოდა თითოეული კარტოფილი?
10. ცარიელ
უჯრებში ისე ჩასვი ლუწი რიცხვები 2, 4, 6, 8, 10, 12, 14, 16, 18, რომ ყველა
მიმართულებით ( ვერტიკალურად, ჰორიზონტალურად, დიაგონალურად
) ჯამში
მიიღოთ 30
4
|
8
|
|
10
|
||
12
|
16
|
12. საათის
ციფერბლატი ორი სწორი ხაზით ისე გაყავით სამ ნაწილად, რომ თითოეულ
ნაწილში რიცხვების ჯამი თანაბარი იყოს.
12
11 1
10 2
9 3
8 4
7 5
6
13. შემდეგი
რიცვებიდან: 21, 3, 15, 9, 12, 30, 19, 25, 27, 6
ამოარჩიეთ სამი ისეთი რიცხვი,
რომელთა ჯამიც 50 იქნება.
14. ერთ
კვადრატულ მეტრ ფართობზე 5 ძირი მცენარეა, რომელთა განლაგება ისეთია,
როგორც
დომინოს კოჭზე 5 წერტილზე.
რამდენი ძირი მცენარე იქნება გვერდი-გვერდ
მდებარე 2 კვადრატულ მეტრ ფართობზე ?
15. დაასახელე
სამი რიცხვი, რომელთა ჯამი და ნამრავლი ერთი
და იგივეა.
16. ორ
ხელზე ათი თითია, რამდენი თითი იქნება ათ ხელზე ?
17. ვანო
უფროსია თავის ძმაზე 3 წლით. რამდენი წლით უფროსი იქნება 14 წლის შემდეგ?
18. ღამის
12 საათია. წვიმს კოკისპირულად. შეიძლება
თუ არა ვივარაუდოთ, რომ 72 საათის შემდეგ იქნება კაშკაშა, მზიანი ამინდი ?
19. XX საუკუნის რომელი წელია, რომ გადავაბრუნოთ
თავდაყირა და არ შეიცვლება ?
20. ჩაწერეთ
რიცხვები 1-დან 9-მდე ისე, რომ ყველა მიმართულებით ( ჰორიზონტალურად, ვერტიკალურად
და დიაგონალურად ) ჯამში მიიღოთ 15:
8
|
1
|
6
|
3
|
5
|
7
|
4
|
9
|
2
|
25. ორი კაცი ხერხავს 5 მეტრიან მორს
ბირდაბირით თითო მეტრებად. რამდენ წუთში
დახერხავენ ისინი მთელ მორს, , თუ
ერთხელ გახერხვა გრძელდება 2 წუთს
?
26. . რამდენი რგოლის გაჭრაა საჭირო,
რომ ნახაზზე მოცემული ჯაჭვი შეერთდეს ?
27. 30
გაყავით მესამედზე. რას მიიღებთ ?
28. ბიჭუნა 1 ნაჭერ ნამცხვარს ჭამს 1
წუთში, კარლსონი კი 3 ნაჭერს ჭამს 3 წუთში. რამდენ
წუთში
შეჭამენ ისინი ერთად 8 ნაჭერ
ნამცხვარს ?
29. ერთი
რიცხვი
შეხვდა რამდენიმე რიცხვს. პირველმა უთხრა : მე ის რიცხვი ვარ, მხოლოდ
ერთ
რიცხვზე რომ იყოფაო; დანარჩენებმა
უპასუხეს : ჩვენ ის რიცხვები ვართ,
მხოლოდ
ორ
რიცხვზე რომ იყოფაო. რომელ რიცხვებზეა საუბარი ?
30. .
A და
B ქალაქებიდან, რომელთა შორის
მანძილი 400 კილომეტრია, ერთმანეთის
შესახვედრად
გამოვიდა ორი მატარებელი. ერთი მატარებელი გაჩერდა 50 კილომეტრის
გავლის
შემდეგ, მეორე _ 30 კილომეტრის გავლის შემდეგ, რამდენი კილომეტრია
გაჩერებულ
მატარებლებს შორის ?
31. საწყობში 200
კგ. ხილია. ხილის წონის 80% ვაშლია, ვაშლების 30 % წითელია. რამდენი
კილოგრამი
წითელი ვაშლია საწყობში ?
32. კოლოფში
მხოლოდ 8 შავი და 6 წითელი ფანქარი
აწყვია. ილია კოლოფიდან (მასში
ჩაუხედავად )
იღებს თითო ფანქარს და მაგიდაზე დებს.
მინიმუმ რამდენი ფანქარი
უნდა ამოიღოს
ილიამ, რომ ამოღებულ ფანქრებს
შორის აუცილებლად იყოს ორივე
ფერის
ფანქრები ?
33. ტომარაში
იყო 98 კგ. კარტოფილი, რომელიც პაკეტებში გადაანაწილეს _ თითოეულში
5
კგ. რამდენი კგ. კარტოფილი დარჩა ტომარაში
?
34. გააგრძელე თითოეული რიგი სამ-სამი რიცხვით:
6; 8; 16;
18; 36.....
9;
11; 31; 33; 53....
35. ჩამოთვალეთ კვირის დღეები დასახელების გარეშე ?
და მათემატიკურ ამოცანებს:
1. ალპინიტმა
მთაზე ასვლისას ერთი საათის განმავლობაში 500 მეტრი გაიარა. ყოველი მომდევნო
საათის განმავლობაში ის 50 მეტრით ნაკლებ
მანძილს გადიოდა, ვიდრე წინა საათის განმავლობაში. რამდენ მეტრს გაივლიდა ალპინისტი მოძრაობის დაწყებიდან 3
საათის განმავლობაში ?
2. რამდენით
გადიდდება ან შემცირდება სხვაობის მნიშვნელობა, თუ საკლებს 20-ით გავადიდებთ,
მაკლებს კი 30-ით შევამცირებთ ?
3. გიგა
საღამოს ათის ნახევარზე იძინებს და დილის რვა საათზე იღვიძებს. რამდენი საათი
სძინავს გიგას ?
4.
კინოსეანსი 2 სთ. 10 წთ. გაგრძელდა და დამთავრდა 19 სთ. და 20 წთ-ზე. რომელ საათზე
დაიწყო კინოსეანსი ?
5.
მართკუთხედის გვერდები 15 სმ და 9 სმ-ია. გამოთვალე იმ კვადრატის გვერდი, რომლის
პერიმეტრი მოცემული მართკუთხედის პერიმეტრის ტოლია.
6. ოთხნიშნა
რიცხვი 496 * იყოფა 4-ზე და 9-ზეც. რომელია ბოლო ციფრი ?
7. გემის
საკუთარი სიჩქარეა 22,2 კმ./სთ.. მდინარის დინების სიჩქარეა 2, 2 კმ/სთ. რამდენ
კმ.-ს გაივლის გემი, თუ ის იმოძრავებს დინების
საწინააღმდეგო მიმართულებით 4 სთ-ს ?
8. ლევანმა
10 ლიტრი ღვინით გაავსო 0,5 ლიტრი
ტევადობის ბოთლები. სულ რამდენი
ბოთლი დასჭირდა ლევანს ?
9. A და
B ქალაქებიდან, რომელთა შორის
მანძილი 400 კილომეტრია, ერთმანეთის შესახვედრად გამოვიდა ორი მატარებელი. ერთი
მატარებელი გაჩერდა 50 კილომეტრის გავლის შემდეგ, მეორე _ 30 კილომეტრის გავლის
შემდეგ, რამდენი კილომეტრია გაჩერებულ მატარებლებს შორის ?
10.
ფორთოხლის წვენით სავსე ჭიქა იწონის 500 გრამს, ხოლო ნახევრად სავსე _300 გრამს.
რამდენ გრამს იწონის ცარიელი ჭიქა ?
11. ერთი
კილოგრამი კანფეტი a ლარი
ღირს. თამრიკომ 2 კგ. კანფეტი იყიდა. ამის
შემდეგ მას b ლარი
დარჩა. რამდენი ლარი ჰქონია თამრიკოს
კანეტების ყიდვამდე ?
შეადგინე გამოსახულება.
12. საწყობში
200 კგ. ხილია. ხილის წონის 80% ვაშლია, ვაშლების 30 % წითელია. რამდენი
კილოგრამი წითელი ვაშლია საწყობში ?
13. ჩარჩოში
ჩაწერილი რიცხვებიდან რამდენია 270-ზე მეტი, მაგრამ 300-ზე ნაკლები?
89 578 283
271 300 135
200 280 450
270 299 304
14. ჰაერის
ტემპერატურა დღისით 6 გრადუსი სითბო იყო, ღამით კი მოყინა, ტემპერატურა _ 8
გრადუსი გახდა. რამდენი გრადუსით შემცირებულა ჰაერის ტემპერატურა ?
15.
შემოდგომაზე ქურთუკი 160 ლარი ღირდა, ზამთრის დასაწყისში კი მისმა ფასმა 25 % -ით მოიმატა. რამდენი ლარი ეღირებოდა
ქურთუკი ფასის მომატების შემდეგ ?
16. კოლოფში
მხოლოდ 8 შავი და 6 წითელი ფანქარი
აწყვია. ილია კოლოფიდან (მასში ჩაუხედავად ) იღებს თითო ფანქარს და მაგიდაზე
დებს. მინიმუმ რამდენი ფანქარი უნდა
ამოიღოს ილიამ, რომ ამოღებულ ფანქრებს შორის აუცილებლად იყოს ორივე ფერის
ფანქრები ?
17. როგორ
შეიცვლება ორი რიცხვის ნამრავლი. თუ პირველს გავამრავლებთ 3-ზე, მეორეს 4-ზე:
1. შემცირდება 7-ჯერ; 2.
გაიზრდება 7-ჯერ;
3. გაიზრდება 12-ჯერ ; 4. გაიზრდება 2-ჯერ ?
18. მუზეუმის
დასათვალიერებლად მოსწავლეებმა 78 ლარის ბილეთები შეიძინეს, რა ღირს ერთი ბილეთი,
თუ მოსწავლეების რაოდენობა 26-ია ?
19. მოლარეს
5 ლარის 20 თეთრიანები შეუგროვდა. რამდენი ცალი
20 თეთრიანი აქვს მოლარეს ?
20. ერთი
კილოგრამი თხილი ზუსტად გაანაწილეს 8 კოლოფში. თხილის რა ნაწილია თითოეულ კოლოფში
:
ა. _18__
2. __8__ 3.
__4__ 4. __1__
?
18 1 4 8
21.
ტომარაში იყო 98 კგ. კარტოფილი, რომელიც პაკეტებში გადაანაწილეს _
თითოეულში
5 კგ.
რამდენი კგ. კარტოფილი დარჩა ტომარაში ?
22. გააგრძელე
თითოეული რიგი სამ-სამი რიცხვით:
6; 8; 16;
18; 36.....
9;
11; 31; 33; 53....
ვიქტორინაში მონაწილე ყველა მოსწავლე დასაჩუქრდა შესაბამისი სიგელებითა და დიპლომებით.
Комментариев нет:
Отправить комментарий